კომპლექსის შესახებ

ბადიაურის აგროსამრეწველო სავაჭრო კომპლექსის შექმნის მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის საქმეში. კერძოდ:

კომპანია უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესყიდვას, გადაზიდვას, დაფასოება-დახარისხებას და მის მიწოდებას მომხმარებლამდე, როგორც ბადიაურის სავაჭრო კომპლექსში, ასევე პირველ ეტაპზე დედაქალაქში, ხოლო შემდეგ სხვა ქალაქებშიც;

პროდუქციის რეალიზაციის შემდეგ სოფლის მოსახლეობას საშუალება ექნება კომლექსის ტერიტორიაზე შეიძინოს მათთვის საჭირო შემხვედრი პროდუქცია- სასუქი, თესლები, სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი და ა.შ.

ამ რეგიონისათვის დამახასიათებელი ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნების გათვალისწინებით (მანავის მწვანე, რქაწითელი, საფერავი) კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული ღვინის სახლში მზადდება ე.წ. ქვევრის და ფერმერული ღვინოები, რომლებიც შესაძლებელია წლის განმავლობაში შეთავაზებულ იქნას მომხმარებლისათვის;

რეგიონში არსებული რძის პროდუქტების შეძენისა და მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით ყველის ქარხანა და მაღაზია მოქმედებს, რომელშიც შესაძლებელია მყიდველმა შეიძინოს ამ რეგიონისათვის დამახასიათებელი ყველის პროდუქცია და ქარხნული ყველი, სულგუნი და ა. შ.

ტერიტორიაზე გაიხსნა  250 ტონიანი მაცივარი, სადაც სეზონურად შესაძლებელია როგორც ხილის (მათ შორის ყურძნის), ასევე ბოსტნეულის შენახვა, რაც ამ ზონის მოსახლეობას საშუალებას აძლევს ნაწოლობრივ, უდანაკარგოდ შეძლოს მოსავლის შენახვა;

კომპლექსში მოქმედებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გაქირავების და მომსახურების ცენტრი, რომელიც ფერმერებს სთავაზობს კვალიფიციურ მექანიზატორულ მომსახურებას.

მოსახლეობა უზრუნველყოფილია ხარისხიანი სანერგე ჯიშებით, ჩითილებით და სერთიფიცირებული სათესლე პროდუქციით;

კომპლექსში ფერმერებს საშუალება აქვთ კვალიფიციური აგრონომისა და ზოოტექნიკოსის მომსახურება და ასევე მიიღონ სათანადო კონსულტაციები საბანკო სექტორსა და სადაზღვეო კომპანიების წარმომადგენლებთან;

კომპლექსის ტერიტორიაზე მოქმედებს სპეციალური სავაჭრო რიგი, სადაც იყიდება ხელით ნაკეთი ხალხური რეწვის ნიმუშები (ნაბდები, წინდები, სუვენირები და ა.შ ).

კომპლექსის ტერიტორიაზე იმართება მასობრივი კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებები, რაც საშუალებას აძლევს სოფლის ახალგაზრდობას ადგილზე გაეცნოს სხვადასხვა შემოქმედებითი კოლექტივების წარმოდგენებს, ასევე იმართება ფესტივალები (ღვინის, ყველის და ა. შ).

პურმარილი ბადიაურისა სჯობია

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბადიაურში!

მრავალფუნქციური

კულტურულ-სანახაობრივი ღონისძიებები, ღვინის, ყველის და ა. შ ფესტივალები, სამჭედლო, საქსოვი და სხვა ხალხური რეწვის რიგები.

პროფესიონალიზმი

კომპანია უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესყიდვას, გადაზიდვას, დაფასოება-დახარისხებას და მის მიწოდებას მომხმარებლამდე

გამოცდილება

ტერიტორიაზე გაიხსნა 250 ტონიანი მაცივარი, სადაც სეზონურად შესაძლებელია როგორც ხილის (მათ შორის ყურძნის), ასევე ბოსტნეულის შენახვა

კრეატიულობა

კომპლექსში ფერმერებს საშუალება აქვთ კვალიფიციური აგრონომისა და ზოოტექნიკოსის მომსახურება

ბადიაური - კომპლექსი ყველა საჭირო აღჭურვილობითა და რესურსით.